„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №62
2025 წლის 26 ივნისი
გარდაბანი
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში და მისამართის ცვლილების გარეშე განხორციელდეს სახელდებული გეოგრაფიული ობიექტის, „სოფელი მარტყოფი, 1-ელი ქუჩა, VIII ჩიხი, მოხაზულობის კორექტირება დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ისა და დანართი №3-ის (სიტუაციური რუკები) შესაბამისად.
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური