“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
010.240.040.22.027.008.963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.008.963

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №671

2006 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში (სსმ III, 15.06.2005 წ., №72, მუხ. 777) შევიდეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

,,ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ზ) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

,,ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას, მათ სალეგალიზაციოდ მომზადებას და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტში ხელმოსაწერად წარდგენას;

ო) დადგენილი წესით ლეგალიზებული დოკუმენტების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემას.”.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს.“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

,,დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ, საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას და სალეგალიზაციოდ მათ მომზადებას;

ე) განცხადების წარდგენიდან 5-დღიან ვადაში დაინტერესებულ პირთათვის ლეგალიზებული დოკუმენტების გადაცემას.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე