1. განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია სააგენტოში წარადგინოს საგრანტო განაცხადი სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ფორმისა და მისი წარდგენის წესის შესაბამისად.
2. განმცხადებელი ვალდებულია საგრანტო განაცხადს თან დაურთოს მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სააგენტო ამოწმებს საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ საგრანტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახე