მუხლი 19 აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო ხანძასაწინააღმდეგო ზედამხედველობის მართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში (შეთანხმებით) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები. კონტროლის ღონისძიებების მოცულობიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ ორგანოს უფროსის დავალებით.🔗