„სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №467 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2024, 470230000.10.003.024862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 33 641.6 ათასი ლარით:
პროგრამული კოდი
პროგრამის კომპონენტები
ღირებულება (ათასი ლარი)
2704
1
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
ფუნქციონირებისათვის:
5,500.0
საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები
4,500.0
აღჭურვა
1,000.0
2
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა
1,000.0
3
ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:
9,841.6
საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები
5,000.0
მათ შორის: შპს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს საპროექტო/სამშენებლო
სამუშაოები
500.0
აღჭურვა
4,841.6
4
პროგრამის ადმინისტრირება
500.0
5
მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:
6,500.0
საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები
6,000.0
აღჭურვა
500.0
6
სს საჩხერის რაიონული საავადმყოფო − პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის:
4,200.0
საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები
1,200.0
აღჭურვა
3,000.0
7
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტირება/მშენებლობა
6,100.0
სულ:
33,641.6.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია