თავი I — მუნიციპალური სოციალური პროგრამის მიმოხილვა, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები, მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
1. პროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომაზ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/12/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება