1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 836,6 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 343,5 ათასი ლარი;
ბ) ცელიაკიით, ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების და აუტიზმის სპექტრის მქონე (0-დან 18 წლამდე) ბავშვების სარეაბილიტაციო საჭიროებების დაფინანსება/თანადაფინანსებისთვის 10,0 ათასი ლარი;
გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის 40,0 ათასი ლარი;
დ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების თანადაფინანსებით უზრუნველყოფისთვის 10,0 ათასი ლარი.
ე) ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის დაფინანსებაზე 393,1 ათ. ლარი.
ვ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა - 40,0 ათასი ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ