თავი II — ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება