თავი II — ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლები
1. ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს მიერ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ.
2. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო ამოწმებს და აფასებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მხრიდან რამდენად ეფექტიანად სრულდება ტექნიკური მომსახურების სისტემა.
3. ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობები, რკინიგზის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №1-1/153, 29.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6737615/muxli-5/