“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№889
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 148, 31/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.518

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №889

2006 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., 5 ივნისი, №75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაურში სიტყვები ,,ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება“;

გ) ბრძანებით დამტკიცებულ წესდებას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება“;

დ) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია