ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2026 წლის 22 იანვარი დაბა ხულო |
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
დაბა ხულოში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ხულოში ზონირება არ ხორციელდება);
დ)
C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
3.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.11 ლარს.
4.
ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა კურორტ „ბეშუმისა“ და კურორტ „გოდერძისა“) მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს. კურორტ „ბეშუმისთვის“ და კურორტ „გოდერძისთვის“ ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს 12.44 ლარს.
5.
ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 3.11 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 22.01.2026. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.136.016478.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №2, 22.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.136.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6762593/