1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედიან: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი.
2. პროფესორები/ასოცირებული პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესებში და წარმართავენ მეცნიერულ კვლევებს.
3. ასისტენტ-პროფესორი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორთან, ასოცირებულ პროფესორთან კოორდინაციით.
4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო ან/და რექტორი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/01/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება