“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№776
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.009.593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 27/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.593

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №776

2006 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 მუხლის:

მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, თანაშემწე და მრჩეველი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) თავმჯდომარის მრჩეველი – უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს. მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს და კონტროლს უწევს ეკონომიკის დარგში თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე