„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 25 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის № 86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge, 28.12.2023, №010250020.35.123.016678), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ჭიღვარია



„დანართი №2

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებები

ღონისძიების დასახელება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია/სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პროცენტული წილი

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია წარმოადგინოს სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის დედანი: 1-დან მე-6 სართულის ჩათვლით – 30%, მე-6 სართულზე ზევით – 50%. საგარანტიო თანხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უბრუნდება მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების ამსახველი დოკუმენტის (ამხანაგობასა და ადმინისტრაციულ ერთეულს შორის გაფორმებული აქტი) წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღეში.

გადასახური მასალის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის დაზიანებული სახურავის (ბრტყელი, ქანობიანი) კაპიტალურად შეკეთებისთვის ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში დაზიანებული სახურავის სრულ დემონტაჟს, ცემენტის რთული ხსნარით მოსწორებას (მოჭიმვას), ორი ფენა ჰიდროსაიზოლაციო მასალით სახურავის მოწყობას (სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები არ განხორციელდება ვიდრე ის არ განთავისუფლდება წყლის ავზებიდან და სხვა მოწყობილობებიდან); ქანობიანი სახურავის შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხის მასალის შეცვლა (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის გათვალიწინებით), გადახურვის სრული დემონტაჟი, ახლით მონტაჟი მოთუთიებული თუნუქის საფარით, საჭიროების შემთხვევაში; სავენტილაციო და საბუხრე არხების აგურის წყობის აღდგენა და შემოსვა ფურცლოვანი თუნუქით (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს გადახურვის პროგრამით)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საკუთარი ხარჯებით.

რიგითობის გათვალისწინებით დოკუმენტაციას განიხილავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავლელი კომისია, რომლის მიერ, ადგილზე მდგომარეობის შესწავლისას სახურავის ავარიულობის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

კომისია უფლებამოსილია პირველ ეტაპზე გადაამოწმოს 2022–2025 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში ასახოს პრიორიტეტებში.

თანადაფინანსება: 95%/5% (95% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია: 5% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

3.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟს, სადარბაზოში, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, ლიფტამდე მისასვლელი პანდუსის მოწყობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და დერეფნული ტიპის საცხოვრებელ სახლებში არსებული ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაციას, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმას

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

4.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია

ტიპური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას (მიმმართველებისა და საპირწონეების გარდა) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით ან ლიფტის სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით, განახორციელებს საჭირო მომსახურების შესყიდვას, ფასთა კვლევით წარმოდგენილი ღირებულების მინიმალური ოდენობის მიხედვით.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავლელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

2013 – 2025 წლებში რეაბილიტირებული ლიფტების განმეორებით გათვალისწინება ბიუჯეტის პროგრამაში არ განხორციელდება 2028 წლამდე.

თანადაფინანსება: 97%/3% (97% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; 3% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

5.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული წყლის წოლანა მილების შეცვლა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

6.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

7.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურის მოწყობა (საბავშვო ატრაქციონების, დასასვენებლად განკუთვნილი ფანჩატურის, მარტივი ტიპის სტაციონარული „ტრენაჟორების“ მოწყობა, ძელ-სკამების შეძენა-მონტაჟი)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

თანადაფინანსება: 80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; 20% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

8.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ავარიული სახურავების გადახურვა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

9.

თავისუფალი ინიციატივები

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

10.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოსატუმბი მოწყობილობების შეძენა – გადაცემა

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

“.