საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №82 |
|
2026 წლის 9 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31, 32 და მე-4 პუნქტებისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის ბლანკები №1 - №51 დანართების ნიმუშების შესაბამისად.
მუხლი 2
1. ბრძანების დანართების ნიმუშებით გათვალისწინებულ ბლანკებზე არსებული წყლის ნიშანი (watermark) სამსახურის გერბის გამოსახულებით შესაძლებელია, დატანილ იქნეს შესაბამისი ბლანკის როგორც მატერიალურ, ისე ელექტრონულ ვარიანტზე.
2. ბრძანების №32, №33 და №34 დანართების ნიმუშებით გათვალისწინებული ბლანკები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების შესაბამისი კატეგორიების (I, II, III) ბლანკებს, რომელთა გამოყენების უფლება აქვს სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 3
სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველომ (ცენტრალური კანცელარია) „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 24 მარტის №69 ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე სამსახურის სისტემაში მოქმედი ბლანკების ამოღება და მათი ჩანაცვლება ამ ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ბლანკებით, გარდა სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს ბლანკებისა. ამ მუხლით გათვალისწინებული ბლანკების ამოღებამდე/ჩანაცვლებამდე, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე სამსახურის სისტემაში მოქმედი მატერიალური ბლანკები.
მუხლი 4
ბრძანების შესრულებაზე კონტროლს ახორცილებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №82. სარეგისტრაციო კოდი — 130070000.63.075.016208.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ბლანკების დამტკიცების შესახებ“, №82, 09.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016208 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6837217/