„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2026 წლის 24 აპრილი ქ. წყალტუბო |
|
დებულება
2. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
ა) მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) მოსახლეობის ინტელექტუალური, კულტურული და ფიზიკური განვითარების პირობების შექმნა;
გ) ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
სამსახურის ამოცანებია:
ა) განათლების სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა;
ბ) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და კულტურის დაწესებულებების მხარდაჭერა;
გ) სპორტისა და ფიზიკური აღზრდის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
დ) ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება;
ე) შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და კოორდინაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს/ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;
დ) უზრუნველყოფს თეატრალური, მუსიკალური, სახვითი ხელოვნების, ქართული ფოლკლორის, ეროვნული ხუროთმოძღვრების, ძეგლთა დაცვის, ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას;
ზ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას და სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
თ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების კოორდინაციას;
ი) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
კ) ახალგაზრდობის კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას, ახალგაზრდების დასვენებას ახალგაზრდულ ბანაკებში, ლაშქრობებში, ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას, კონკურსების ჩატარებას და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემას;
ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
მ) კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას კანონით დადგენილი წესით;
ნ) რელიგიური ორგანიზაციების აღრიცხვას და ფინანსურ მხარდაჭერას შემდგომი მიზნობრიობით;
ო) უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების ზედამხედველობასა და საქმიანობის კოორდინაციას;
პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიციირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, კერძოდ, მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და შესყიდვის ობიექტის მიღებას. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს მერს;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.