სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-145 |
|
2026 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 16 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
დამტკიცდეს თანდართული „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი“.
|
2. ეს წესი მიზნად ისახავს ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების უზრუნველყოფას ხარისხობრივად და რაოდენობრივად დაბალანსებული, კონკურენტუნარიანი სანედლეულო ბაზით.
3. ეს წესი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც განზრახული აქვთ სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება.
4. სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება დასაშვებია მხოლოდ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ა) სამეწარმეო ვენახის გაშენება – პროცესი, რომელიც მოიცავს სამეწარმეო დანიშნულების ვენახის დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს (საყრდენი სისტემების მოწყობა, სხვლა-ფორმირება, ფიტოსანიტარული აგროოპერაციები, მორწყვა, განოყიერება, ნიადაგის მოვლა და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფენ ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას;
ბ) სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება – გაშენებულ სამეწარმეო ვენახში განხორციელებული აგროტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: არსებული ვაზის არანაკლებ 50%-ის გამორგვა/ჩანაცვლებას, გახშირებას, გადამყნობას სხვა ჯიშებით;
გ) განმცხადებელი – სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
დ) განაცხადი – ამ წესის დანართი №1-ის („განაცხადი“) შესაბამისად, განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვა სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე;
ე) აგროტექნიკური კითხვარი – დანართი №2-ის („აგროტექნიკური კითხვარი“) შესაბამისად, განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაცია სამეწარმეო ვენახის გაშენების ან აღდგენა/განახლებისთვის განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე;
ვ) კვალიფიციური სანერგე მეურნეობა – სანერგე მეურნეობა, რომელიც შესულია კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში;
ზ) სამეწარმეო ვენახის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი) – განმცხადებლის მიერ დანართი №2-ით განსაზღვრული აგრონომიული პირობების შესრულების კონტროლი საველე პირობებში.
2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებით დამტკიცებული „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესით“ (შემდგომში – „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესი“) განსაზღვრული ტერმინები.
ა) რომელმაც გაიარა სერტიფიცირების პროცედურები და ეტიკეტირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) რომელსაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი (სერტიფიკატი) ან/და ნიშანდება (ეტიკეტი).
ა) განაცხადი;
ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიწის ნაკვეთის საკუთრების/მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;
ე) ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომ მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლე არ აღემატება 1 მეტრს და მონაცემებს ნიადაგის შემდეგი მახასიათებლების შესახებ:
ე.ა) ნიადაგის სიღრმე;
ე.ბ) ნიადაგის ხსნარის რეაქცია (pH);
ე.გ) ორგანული ნივთიერებები;
ე.დ) კალციუმის კარბონატი (CaCO3);
ე.ე) მექანიკური შემადგენლობა;
ე.ვ) ხსნადი მარილების საერთო შემცველობა (EC);
ე.ზ) გაცვლითი კათიონები (Ca, Mg, Na);
ე.თ) ჰიგროსკოპული წყალი;
ზ) აგროტექნიკური კითხვარის შევსებული ფორმა;
თ) კვალიფიციური სანერგედან ნერგების (საბაზისო, სტანდარტული ან სერტიფიცირებული კატეგორიის) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) ან შესყიდვის განზრახვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
ი) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
2. სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, გარდა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამეწარმეო ვენახის გაშენება ან აღდგენა/განახლება ერთდროულად იგეგმება სხვადასხვა/არამომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, განაცხადს უნდა დაერთოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია თითოეული მიწის ნაკვეთის მიხედვით.
4. განმცხადებელი პასუხისმგებელია სააგენტოში წარდგენილ მონაცემთა სიზუსტესა და უტყუარობაზე.
2. სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
3. სააგენტოში წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის, მათ შორის, არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის განმავლობაში განაცხადის განხილვის ვადის დენა ჩერდება.
4. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილვევლად დატოვების შესახებ.
2. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების შესახებ მოქმედებს თანხმობის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.
3. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის შესაბამისად, სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული ვენახის აღდგენა/განახლების შემდეგ მევენახე ვალდებულია ახალი ვენახის ერთიან კადასტრში რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სააგენტოს „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის“ შესაბამისად.
ა) განმცხადებელი ვერ წარადგენს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) ამ წესის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიადაგის კვლევის მახასიათებლები შეუსაბამოა ვაზის ზრდა/განვითარებისათვის;
დ) გამოვლინდა სხვა გარემოებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
2. არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე სააგენტო უფლებამოსილია არ გასცეს თანხმობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე გაცემული თანხმობის შემდეგ განახორციელოს მონიტორინგი, რომლის მიზანია გაცემული თანხმობით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
3. მონიტორინგი ხორციელდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს „მონიტორინგის აქტს“ დანართი №3-ის შესაბამისად.
5. მონიტორინგის ფარგლებში სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე გაცემული თანხმობით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია არ დაარეგისტრიროს ვენახი ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზაში.
2. სააგენტოს მიერ სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე გაცემული თანხმობის გარეშე გაშენებული ან აღდგენილ/განახლებული ვენახიდან წარმოებული ყურძნის გამოყენება დაუშვებელია მეღვინეობის მიმართულებით.
3. მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზაში არსებული რეგისტრაცია ექვემდებარება გაუქმებას.