„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.104.016602
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 24 აპრილი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2022წ, სარეგ. კოდი 010250040.35.104.016469) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საკრებულოს წევრის მოწმობის ნიმუშის დამტკიცება;“.

ბ) მე-13 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:

„41. საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის

საკრებულოს წევრის მოწმობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია