ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-17.17261143 |
|
2026 წლის 24 აპრილი ქ. ბორჯომი |
1. განხორციელდეს ქალაქ ბორჯომში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ჩიხი) სახელდება მიმდებარედ არსებული ქუჩის ჩიხის სახელწოდებით.
2. განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩიხი) წარმოდგენილი №1 დანართის შესაბამისად ეწოდოს:
ა) ანდრია რაზმაძის I ჩიხი;
ბ) ანდრია რაზმაძის II ჩიხი.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა N60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე