თავი V — უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები
1. საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.
2. საარჩევნო სუბიექტის განცხადება რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარედგინება უსკოს.
3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 01/05/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება