„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№UN RCO-15-01-2026
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
 

2025 წლის 30 დეკემბერი

 

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, მოვიხსენიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის წინა კომუნიკაციები, რომელიც ეხება საქართველოში გაეროს რეზიდენტი კოორდინატორის ოფისის სამართლებრივ ჩარჩოს.

როგორც მთავრობისთვის ცნობილია, გენერალური ასამბლეის 2018 წლის 31 მაისის 72/279 რეზოლუციის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვარს, რეზიდენტი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციები განცალკევდა. ამასთან, როდესაც რეზიდენტი კოორდინატორი ასევე ითავსებდა UNDP-ის რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციებს, „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისს დადებული ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების (შემდგომში „SBAA“) პირობები ვრცელდებოდა რეზიდენტ კოორდინატორზე, რეზიდენტი კოორდინატორის ოფისის წევრებზე და იმ ფუნქციებზე, რომლებსაც ისინი ასრულებდნენ ამ უფლებამოსილების ფარგლებში.

წინა კომუნიკაციებიდან მთავრობისთვის ცნობილია, რომ გენერალური ასამბლეის 72/279 რეზოლუციის თანახმად, რეზიდენტი კოორდინატორის ფუნქციების UNDP-ის რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციებიდან განცალკევების საფუძველზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის უნდა შეიქმნას ცალკე სამართლებრივი ჩარჩო რეზიდენტი კოორდინატორის, მისის ოფისის წევრებისა და მათ მიერ უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ფუნქციების თაობაზე. ვითვალისწინებთ რა საქართველოში SBAA-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრაქტიკასა და გამოცდილებას, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, რომ SBAA გავრცელდეს mutatis mutandis საქართველოში რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე, მათ შორის, რეზიდენტ კოორდინატორზე და ოფისის სხვა წევრებზე.

 

მისი აღმატებულება

ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისი

 

ასევე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ შემოთავაზებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლით, საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის დაიდოს შეთანხმება SBAA-ის რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ, რომელიც ძალაში შედის საქართველოს მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების გაეროს მიერ მიღების თარიღიდან.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემა.

 

პატივისცემით,

ელინორ ჰამარშოლდ

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში და გაეროს სამართლებრივი მრჩეველი

 

 

 

 

 

 

თბილისი, 2026 წლის 15 იანვარი

 

თქვენო აღმატებულებავ,

 

მაქვს პატივი,  დავადასტურო  თქვენი  2025 წლის 30 დეკემბრის  წერილის  მიღება,  რომელიც  შემდეგნაირად იკითხება:

„მაქვს პატივი, მოვიხსენიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის წინა კომუნიკაციები, რომელიც ეხება საქართველოში გაეროს რეზიდენტი კოორდინატორის ოფისის სამართლებრივ ჩარჩოს.

როგორც მთავრობისთვის ცნობილია, გენერალური ასამბლეის 2018 წლის 31 მაისის 72/279 რეზოლუციის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვარს, რეზიდენტი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციები განცალკევდა. ამასთან, როდესაც რეზიდენტი კოორდინატორი ასევე ითავსებდა UNDP-ის რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციებს, „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისს დადებული ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების (შემდგომში „SBAA“) პირობები ვრცელდებოდა რეზიდენტ კოორდინატორზე, რეზიდენტი კოორდინატორის ოფისის წევრებზე და იმ ფუნქციებზე, რომლებსაც ისინი ასრულებდნენ ამ უფლებამოსილების ფარგლებში.

წინა კომუნიკაციებიდან მთავრობისთვის ცნობილია, რომ გენერალური ასამბლეის 72/279 რეზოლუციის თანახმად, რეზიდენტი კოორდინატორის ფუნქციების UNDP-ის რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციებიდან განცალკევების საფუძველზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის უნდა შეიქმნას ცალკე სამართლებრივი ჩარჩო რეზიდენტი კოორდინატორის, მისის ოფისის წევრებისა და მათ მიერ უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ფუნქციების თაობაზე. ვითვალისწინებთ რა საქართველოში SBAA-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრაქტიკასა და გამოცდილებას, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, რომ SBAA გავრცელდეს mutatis mutandis საქართველოში რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე, მათ შორის, რეზიდენტ კოორდინატორზე და ოფისის სხვა წევრებზე.

 

მისი აღმატებულება ქალბატონი ელინორ ჰამარშოლდ

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ

საკითხებში და გაეროს სამართლებრივი მრჩეველი

ნიუ-იორკი

 

ასევე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ შემოთავაზებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლით, საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის დაიდოს შეთანხმება SBAA-ის რეზიდენტი კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ, რომელიც ძალაში შედის საქართველოს მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების გაეროს მიერ მიღების თარიღიდან“.

მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ, რომ ზემოაღნიშნული შემოთავაზება საქართველოსთვის მისაღებია. აგრეთვე, მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილითა და წინამდებარე საპასუხო წერილით საქართველოსა და გაეროს შორის წინამდებარე წერილის თარიღით იდება შეთანხმება გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზე SBAA-ის გავრცელების შესახებ, და ძალაში შედის საქართველოს მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების გაეროს მიერ მიღების თარიღიდან.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემა.

 

 

პატივისცემით,

მაკა ბოჭორიშვილი


 

 

📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-3 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗