,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 25 მარტის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №107 |
|
2026 წლის 29 ივნისი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 25 მარტის №76 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ.“; ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმა.“ გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|