ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №17 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ “ ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 12 ივნისი

ქ. ზესტაფონი 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №17 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ “ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22.12.2025წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016505) შევიდეს ცვლილება და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებულ 

მუშაკთა  საშტატო  ნუსხა  და  თანამდებობრივი  სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

საშტატო

რიცხოვნობა

1

საკრებულოს თავმჯდომარის კოორდინატორი

2125

1

2

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი

1392

1

3

საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი

1705

1

4

სპეციალისტი კომისიებში საორგანიზაციო და საოქმო მართვის საკითხებში

1757

1

5

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მძღოლი

1500

1

6

დამლაგებელი

807

1

“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ შერგელაშვილი