„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №77/ნ |
|
2026 წლის 16 ივნისი ქ.თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ა3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
1. ცენტრის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
2. ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. პირი ცენტრის დირეტორის თანამდებობაზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაინიშნოს.
3. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).
4. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე მინისტრს უფლება აქვს დანიშნოს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
5. ცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) გარდაცვალებისას.
6. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
|