„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2026 წლის 12 ივნისი

ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016252) შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებული იქნეს დადგენილების დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

2. ამოღებულ იქნეს  დადგენილების დანართის მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე