მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2026 წლის 12 ივნისი ქ. მცხეთა |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ 72.04.25.713) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.04.12.837) ინიდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|