„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№265
სარეგისტრაციო კოდი
420000000.10.003.025814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №265

2026 წლის 17 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 07/03/2024, 420000000.10.003.024465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი, ამ თავის მიზნებისთვის, შეიძლება იყოს:

ა) აღჭურვილი აეროდრომი;

ბ) აღუჭურველი აეროდრომი.

16. სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს დაცვის არის შემდეგი ზედაპირები:

ა) შიდა ჰორიზონტალური ზედაპირი;

ბ) კონუსური ზედაპირი;

გ) გარე ჰორიზონტალური ზედაპირი;

დ) საწყისი ზედაპირი;

ე) თავისუფალი ზონის ზედაპირი;

ვ) აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირი;

ზ) გარდამავალი ზედაპირი.

შენიშვნა: სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის ილუსტრაცია მოცემულია №9 დანართის №1 ნახაზზე.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 − მე-19 პუნქტები:

„17. სახელმწიფო ავიაციის აღუჭურველი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს დაცვის არის შემდეგი ზედაპირები:

ა) ჰორიზონტალური ზედაპირი;

ბ) კონუსური ზედაპირი;

გ) საწყისი ზედაპირი;

დ) აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირი;

ე) გარდამავალი ზედაპირი.

შენიშვნა: სახელმწიფო ავიაციის აღუჭურველი აეროდრომის დაცვის არის ილუსტრაცია მოცემულია №91 დანართის №1 ნახაზზე.

18. სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომისთვის უნდა დადგინდეს დაცვის არის შემდეგი ზედაპირები:

ა) საწყისი ზედაპირი;

ბ) აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირი;

გ) გარდამავალი ზედაპირი.

19. თუ აღუჭურველი სახელმწიფო აეროდრომის მიმართ სამომავლოდ იგეგმება დასაფრენად სახელსაწყო შესვლის საშუალებებით აღჭურვა, მაშინ დაბრკოლებათა შეზღუდვის ზედაპირების მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაძლებელია, დაწესდეს აღჭურვილი აეროდრომის მოთხოვნები.“.

3. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის ზედაპირები“;

ბ) შენიშვნა №1 და შენიშვნა №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა №1: სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური, კონუსური და გარე ჰორიზონტალური ზედაპირების შემაღლება აითვლება ათვლის წერტილის შემაღლებიდან.

შენიშვნა №2: სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის საწყისი, აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის, თავისუფალი ზონის და გარდამავალი ზედაპირების შემაღლებები აითვლება ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან.“.

4. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

მუხლი 211. სახელმწიფო ავიაციის აღუჭურველი აეროდრომის დაცვის არის ზედაპირები

1. ჰორიზონტალური ზედაპირი − აეროდრომის შემაღლებიდან 45 მეტრის (150 ფტ) სიმაღლეზე განთავსებული ჰორიზონტალური სიბრტყე, რომლის პერიმეტრი აიგება საწყისი ზედაპირის ბოლოების ცენტრიდან, შემოსაზღვრული 1524 მეტრის (5000 ფტ) რადიუსის მქონე რკალებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მხებებით (იხილეთ №91 დანართის ნახაზი №2).

2. კონუსური ზედაპირი − ზედაპირი, რომელიც ვრცელდება ჰორიზონტალური ზედაპირის პერიფერიიდან გარეთ და მაღლა 5%-იანი (1:20) დახრილობით 1219 მეტრ (4000 ფტ) ჰორიზონტალურ მანძილზე (იხილეთ №91 დანართის ნახაზი №3).

3. საწყისი ზედაპირი − ზედაპირი, რომელიც გრძივად დაცენტრებულია ადზ-ზე და გრძელდება 60 მეტრის მანძილზე ადზ-ის ბოლოებიდან. საწყისი ზედაპირის ნებისმიერი წერტილის შემაღლება ტოლია ადზ-ის ღერძულა ხაზის უახლოესი წერტილის შემაღლებისა. ხოლო მისი სიგანე შეადგენს 152 მეტრს (500 ფტ). (იხილეთ №91 დანართის ნახაზი №4).

4. აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირი − ზედაპირი, რომელიც სიმეტრიულია ადზ-ის ცენტრალური ხაზის და ვრცელდება საწყისი ზედაპირის ორივე ბოლოდან გარეთ და მაღლა 5%-იანი დახრილობით, მისი ჰორიზონტალური მანძილი 1524 მეტრია (5000 ფტ), შიდა საზღვარს აქვს იგივე სიგანე, რაც საწყის ზედაპირს და იშლება თანაბრად 457 მეტრს (1500 ფტ) სიგანემდე (იხილეთ №91 დანართის ნახაზი №5).

5. გარდამავალი ზედაპირი − ზედაპირი, რომელიც ვრცელდება აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის და საწყისი ზედაპირების გვერდებიდან გარეთ და მაღლა 14.3%-იანი (1:7) დახრილობით და ადზ-ის ღერძულა ხაზის მართობულად (იხილეთ №91 დანართის ნახაზი №6).“.

5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცვის არეში დაუშვებელია, დაგეგმილი უძრავი ან დროებით მოძრავი   ობიექტები  აღემატებოდეს  შესაბამის  ზედაპირებს,  გარდა   ამ   წესის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით, 261 და 271 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

6.  261 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26​1. სააერნაოსნო კვლევა − სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეში“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევა (ამ მუხლის მიზნებისთვის − სააერნაოსნო კვლევა) ტარდება სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს დაგეგმილი შენობა-ნაგებობით წარმოქმნილი ან არსებული დაბრკოლებით გამოწვეული საფრთხეები და დადგინდეს ის შემარბილებელი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ფრენების უსაფრთხოებისთვის ან/და რეგულარულობისთვის, ასევე აეროდრომის დაცვის არის შიდაჰორიზონტალური ან/და კონუსური ზედაპირების მოდიფიცირების მიზნით.“.

7. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. სააერნაოსნო კვლევა − სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში

1. სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევა (ამ მუხლის მიზნებისთვის − სააერნაოსნო კვლევა) ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებით, იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს დაგეგმილი შენობა-ნაგებობით წარმოქმნილი ან არსებული დაბრკოლებით გამოწვეული საფრთხეები და დადგინდეს ის შემარბილებელი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ფრენების უსაფრთხოებისთვის.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააერნაოსნო კვლევა ასევე ტარდება აეროდრომის დაცვის არის ჰორიზონტალური (მათ შორის, შიდა და გარე ჰორიზონტალური ზედაპირები) ან/და კონუსური ზედაპირების მოდიფიცირების მიზნით.

3. ახალი შენობა-ნაგებობის (ობიექტის) განთავსების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება დაუშვებელია აეროდრომის დაცვის არის აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის, გარდამავალ და საწყის ზედაპირებში. ასევე, დაუშვებელია სააერნაოსნო კვლევის ჩატარება სააერნაოსნო კვლევის შედეგად მოდიფიცირებულ აეროდრომის დაცვის არეში.

4. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საკითხები რეგულირდება თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.

5. სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტი განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება თავდაცვის სამინისტროს, რომელიც სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დოკუმენტის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.   

6. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

7. დაუშვებელია იმ ახალი შენობა-ნაგებობის (ობიექტის) დამჩრდილავ ობიექტად გამოყენება, რომლის განთავსების მიზნით ჩატარდა სააერნაოსნო კვლევა.“.

8. დანართ №9-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №9. სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის ნახაზები“.

9. დანართ №9-ის ნახაზ №1-ის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნახაზი №1. სახელმწიფო ავიაციის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არის ზედაპირები“.

10. დანართ №9-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №91:

დანართი №91. სახელმწიფო ავიაციის აღუჭურველი აეროდრომის დაცვის არის ნახაზები

 

 

ნახაზი №1. სახელმწიფო ავიაციის აღუჭურველი აეროდრომის დაცვის არის ზედაპირები

 

 

 

ნახაზი №2. ჰორიზონტალური ზედაპირი

 

ნახაზი №3. კონუსური ზედაპირი

ნახაზი №4. საწყისი ზედაპირი

ნახაზი №5. აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირი

ნახაზი №6. გარდამავალი ზედაპირი“.

 

მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს  სახელმწიფო ავიაციის მიზნებისთვის სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე