„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016584
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 17 ივნისი

დაბა ხარაგაული

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016178).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ბ“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) კეთილმოწყობის  განყოფილება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და მერის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

4. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-8 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების  ობიექტების,  სანიაღვრე  არხების,  წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა.

2. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია.

3. მუნიციპალიტეტის  კომუნალური საკითხების კოორდინაცია.

4. მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობის  და  კაპიტალური  მშენებლობის სფეროს მომსახურებაზე ზედამხედველობა.

5. მუნიციპალიტეტის გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება.

6. მუნიციპალიტეტის გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

7. მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.

8. მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

9. წინადადებების შემუშავება ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე.

10. თავისი კომპეტენციის  ფარგლებში მერის, მერის მოადგილეებისა  და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივლისიდან .

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე