„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №3 |
|
2026 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“.
3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული ამონაწერი, რომელიც განახლებულია განაცხადის შემოტანამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.“.
4. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც აღწერილი იქნება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ქსელის შიდა პოლიტიკისა და საინვესტიციო პროცედურების შესაბამისად განხორციელებული შეფასების, განხილვისა და შერჩევის პროცედურები.“.
5. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“.
6. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, ასევე საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში – განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა და დაფინანსებული კომპანიების ჯამური რაოდენობა.“.
|