,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2026 წლის 19 ივნისი ქ. ახალციხე |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარს „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა.“;
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარს „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილებისგან.“.
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:
„მუხლი 82. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილება
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენა;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის დაკავშირებული ინფორმაციისა და შეტყობინებების, მუნიციპალიტეტის მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა მონიტორინგის განხორციელება;
დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე;
ვ) სახელმწიფო უწყებებიდან ან ფიზიკური/იურიდიული პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გარემოებების გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და შედეგების შესაბამისი ასახვის უზრუნველყოფა;
ზ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტირება და დაარქივების უზრუნველყოფა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|