„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1219
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017701
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1219

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შენახვა

სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შესრულების წლიდან 75 წლის გასვლის შემდეგ სააგენტოს არქივების დეპარტამენტის სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველოს მიერ მუდმივად შესანახად გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია