„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1217 |
|
2026 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016312) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს, ხოლო მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება.“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე). გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად;“. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან. |
|