„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 30 აპრილის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1214
სარეგისტრაციო კოდი
010110000.22.027.017696
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1214

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 30 აპრილის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 30 აპრილის №996 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.04.2024, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.22.027.017484) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტესტირების ჯავშნის თარიღისა და დროის არჩევა ხდება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ელექტრონული მართვის სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში ტესტირებაზე რეგისტრაციის დღიდან 2 თვის განმავლობაში არსებული თავისუფალი დროიდან. გამოსაცდელს უფლება აქვს, ტესტირების თარიღი და დრო შეცვალოს ტესტირებამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად გამოსაცდელს წარედგინება თითოეული საგნიდან 10 (ჯამში – 30) საგამოცდო დავალება, რომელიც გენერირდება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ელექტრონული მართვის სისტემის მიერ. თითოეული საგამოცდო დავალება შეიცავს 4 სავარაუდო პასუხს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო (ქ. თბილისში), ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ –  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ტესტირება ტარდება საამისოდ აღჭურვილ საგამოცდო ოთახში, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფლებამოსილი პირების – გამომცდელების ზედამხედველობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია