„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №277 |
|
2026 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2016, 480060000.10.003.019286) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების ხელმოწერის შემდგომ, 2 კვირის ვადაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამზადებს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უგზავნის საკონსულო პატენტს, რომელსაც ხელს აწერენ მინისტრი და სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|