„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2026 წლის 22 ივნისი ქ. ბაღდათი
|
1. მე-2 მუხლის (სამსახურის სტრუქტურა) მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“.“;
„დ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“.
2. მე-6 მუხლის (სამსახურის ფუნქციები) პირველ პუნქტს დაემატოს „ღ)1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ღ)1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხის განსახილველად წარსადგენი დოკუმენტაციის მიღება/წარმოება და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მონიტორინგის განხორციელება.“.
3. მე-9 მუხლის (მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) ფუნქციები):
1. 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ამ ორგანოთა თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური მასალების მომზადება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება;
ე) აუდიო-ვიდეომასალების შექმნა, აუდიოვიზუალური პრეზენტაციების მომზადება;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადება;
ზ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
ი) ინფორმაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებულ და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის, მათი მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება;
გ) სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზი;
დ) მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში;
ვ) მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე არსებული სამართლებრივი რისკების დადგენა და შეფასება;
ზ) წერილობითი ინფორმაციის მომზადება ახალი კანონპროექტის მომზადების ან/და მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წინადადებების წარმოდგენა სამუშაო პროცესების მარეგულირებელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში;
თ) მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამის წინადადებათა მომზადება და განხორციელება; შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება და სქესის ნიშნით სტატისტიკის წარმოება;
ი) ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან თანამშრომლობით, ყველა სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის, ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროებების მქონე ხანდაზმულების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივი ხარჯვა;
კ) მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, hr.gov.ge ვებგვერდის ადმინისტრირება და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მუშაობა;
ლ) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია; მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის ფორმირების, დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
ნ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე, სამუშაო აღწერილობებისა და შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრის მიზნით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების რეკომენდირება და ტექნიკური ხელშეწყობა;
ო) მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
პ) მოხელეთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროცესის მართვა, სასწავლო გეგმის შემუშავება მოხელეთა საბოლოო შეფასების შედეგების საფუძველზე;
ჟ) პირადი საქმეების, საკადრო დოკუმენტების შედგენისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) მეშვეობით, მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, კერძოდ: მოხელის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების, სამსახურებრივი მივლინების, კარიერის მართვის - გადაყვანის, დამხმარე, ტექნიკური და დროებითი ფუნქციების შემსრულებელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების/ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ელექტრონული ფორმით;
ს) საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზება და შეფასების პროცედურული მართვის უზრუნველყოფა;
ტ) საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩართულობა, მუნიციპალიტეტის ორგანოებში საჯარო სამსახურში მიღების და დაწინაურების პროცესში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით სამსახურებრივი დაწინაურების პროცესში ქალთა ხელშეწყობა;
უ) დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და ასევე ამავე მუნიციპალიტეტში სხვა ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საერთო ანგარიშის მომზადება, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ღონისძიებები და შემსრულებელი პირები;
ფ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.
|