„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2026 წლის 22 ივნისი ქ. ბაღდათი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება“.
3. დადგენილებით დამტკიდებული დანართის პირველი მუხლის სათაური (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური“.
4. დადგენილებით დამტკიდებული დანართის პირველი მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური):
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას“.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეს დებულება განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“.“;
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის (სამსახურის ფუნქციები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი და მის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობასა და კოორდინაციას;
გ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტული და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდოლოგიისათვის წინადადებების შემუშავებას და დანერგვის ხელშეწყობას;
ე) საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების, ღონისძიებების, მედიაპროექტების ორგანიზება/კოორდინაციას ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით;
ვ) ახალგაზრდული მასობრივი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალიტეტში მუზეუმების, თეატრის, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების ეფექტურობის მიზნით პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებას;
თ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური ნიმუშების აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამების შემუშავებას და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას;
ი) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობას, ეროვნული სიმდიდრის დაცვასა და კულტურა/განათლების სფეროში დასაქმებულ გამოჩენილ პიროვნებათა ხსოვნის უკვდავყოფა/წარმოჩენას;
კ) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდის უზრუნველყოფას;
ლ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე წინადადებების შემუშავებას და ტურნირების ორგანიზებას;
მ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა, სპორტსმენთა და მწვრთნელთა მოღვაწეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
ნ) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და საინვესტიციო პროექტების მომზადება/ინვესტორებთან თანამშრომლობას;
ო) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების (ვიდეორგოლები, ფლაერები, ბროშურები) მოძიება/მომზადებას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენას;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მიზნობრივი ტურების ორგანიზებას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას;
ჟ) საოჯახო ღვინის მარნების, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან/სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას;
რ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფას;
ს) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას კულტურულ, საგანმანათლებლო, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტულ საქმიანობაში;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|