„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025828
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №279

2026 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  ძირითადი  დებულებების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017677) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  ძირითადი  დებულებების“ 35-ე მუხლის მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„10. დაინტერესებულმა პირმა, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების (დამატებითი ან/და დაზუსტებითი) გამოყენებისათვის მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებზეც ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართვა განხორციელდა 2026 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით პერიოდში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე