„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„ჭ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს ბრძანება საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1762-Vმს-XIმპ |