„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. სამტრედია |
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფისგან – განყოფილებისაგან.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება;
ბ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება.“.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება
სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, კონსოლიდაციასა და შესაბამისი პროექტებისთვის/პროგრამებისთვის გამოყენებას;
დ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;
ვ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით წინადადებების შემუშავებას;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობისა და სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობას;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვის შესახებ წინადადებების მომზადება. სახელმწიფო დაწესებულებებიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე შემოსულ მომართვებზე, დოკუმენტებზე, პროგრამებზე და პროექტებზე წინადადებების მომზადებას;
კ) მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.“.
|