„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№283
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.025832
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №283

2026 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“.

2. მე-3 მუხლის 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების საფასურის გადახდის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. 

გეოსაინფორმაციო პაკეტი უნდა მომზადდეს შესაბამისი საფასურის გადახდიდან 30, 15 ან 10 სამუშაო დღის ვადაში. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკასა და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

72. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. გეოსაინფორმაციო პაკეტი უნდა მომზადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების საფასურის გადახდის შემდგომ 30, 15 ან 10 სამუშაო დღის ვადაში. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორებიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).“.

3. 31 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით  და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“.

4. 71 მუხლის 16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს თითოეული ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“.

5. 74 მუხლის 14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით;“.

6. 74 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით;“.

7. 74 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობის (X და Y კოორდინატების) მითითებით;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე