საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ3) სარკინიგზო ლიანდაგი – წყვილი რელსი, რომელზედაც მატარებელი მოძრაობს;“;
ბ) „ჰ40“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ41“ ქვეპუნქტი:
„ჰ41) მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი − სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, რკინიგზის სადგურებს ან/და საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადასაზიდად ან/და მგზავრთა გადასაყვანად.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული ან/და მის ბალანსზე რიცხული, მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანის შემთხვევისა.
5. მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე უზრუნველყოს მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1791-Vმს-XIმპ |