,,ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ'' ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №გ-121.121223501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება:გ-121.121261701 |
|
2026 წლის 19 ივნისი ასპინძა |
1. შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ'' ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №გ-121.121223501 განკარგულებაში, კერძოდ:
განკარგულების პირველი პუნქტით „განხორციელდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად“ დამტკიცებული დანართი ,,დანართი 2.11 (სოფელ რუსთავის სიტუაციური რუკა)" შეიცვალოს და დამტკიცდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად;
2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში, რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე: ბესიკი ბერიძე