საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ კვლევით სამუშაოებზე, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (შენობა-ნაგებობის) ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებსა და მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მშენებლობაზე (ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე), რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1821-Vმს-XIმპ |