საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1814-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.103197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1145-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს, გარდა ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე  ისე დაქორწინდა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1814-Vმს-XIმპ