„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2026 წლის 19 ივნისი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება.“;
გ) დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) ურბანული მართვის განყოფილება;
გ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
დ) უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება.
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვების, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
გ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას;
დ) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
ე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლისთვის კონსულტაციების განხორციელებას;
ვ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას, კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფორმაციების შედგენას;
ი) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების შედგენას;
კ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;
ლ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;
მ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას;
ნ) განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;
ო) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
პ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება-ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას განსაზღვრულ ვადაში;
ჟ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;
რ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით;
ს) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
გ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე;
დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ე) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; მშენებლობის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათ გათვალისწინებას; ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება; დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას; ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
ზ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;
თ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
ი) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას; განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას; მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტის პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას, დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიცირებას, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას, გეგმარებითი დავალებების მომზადებას.
ა) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებას;
გ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;
დ) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას;
ე) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;
ვ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;
ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და რეკომენდაციების მომზადებას;
ი) ტერიტორიების განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დავალების გაცემისა და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას;
კ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას;
ლ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
მ) II (მეორე), III (მესამე) და IV (მეოთხე) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობების მშენებლობის/დემონტაჟის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;
ნ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შესაბამისი ბრძანების/გადაწვეტილების პროექტის მომზადებას;
ო) ცალკეული ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების თაობაზე წინადადებების და დასკვნების მომზადებას;
პ) სათათბირო საბჭოზე (კომისიაზე) განსახილველი საკითხების შედგენას, ინფორმირებასა და ზეპირი მოსმენების (სხდომების) ორგანიზებას;
ჟ) I (პირველი) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან/დემონტაჟთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების/გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
რ) განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;
ს) მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო საინვესტიციო წინადადებების მომზადებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ბ) ადმინისტრაციული წარმოებისას ობიექტის ადგილზე დათვალიერებას, ობიექტის არსებული მდგომარეობის შესწავლას, შენობა-ნაგებობის დასურათებასა და პარამეტრების დადგენას;
გ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;
დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების (წითელი ხაზების) დადგენას/კორექტირებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთის დაყოფისა და მიწის ნაკვეთის გაერთიანების თაობაზე დოკუმენტაციის მომზადებას;
ვ) შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანებაზე თანხმობის გაცემა;
ზ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.