„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.141.016485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 25 ივნისი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.141.016233) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო განყოფილება“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო განყოფილება“.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან