საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„31. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან, მათ შორის, ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემის მიერ სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადის განსაზღვრასა და შესაბამისი პირობების დადგენასთან, აგრეთვე ამ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1801-Vმს-XIმპ |