„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1831-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.103229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 22მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22​1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შემოწმება

  შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, პრეტენდენტი, მიმწოდებელი და ქვეკონტრაქტორი ვალდებული არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით აუდიტის ჩასატარებლად წარუდგინონ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1831-Vმს-XIმპ