„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2026 წლის 26 ივნისი დაბა ჩოხატაური
|
ა) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობის მიზნით პროგრამების თანადაფინანსება
1.მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ან/და მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები და ა. შ.) მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტები/პროგრამები.
2. დაფინანსების წესი და პირობები:
ა) დაფინანსება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, თანხა ჩაირიცხება იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტებზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე;
ბ) პროექტის თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ბ.ა.) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე;
ბ.ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;
ბ.გ) დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა;
ბ.დ) პროგრამის მონაწილე პირთა რაოდენობა და ბენეფიციართა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
გ) თითოეული პროექტი ფინანსდება მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
დ) დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების ან წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
ე) დაფინანსების მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს თანხის მიზნობრივი გამოყენება.
ვ) ქვეპროგრამის ფარგლებში სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების დაფინანსება დაუშვებელია;
ზ) დაუშვებელია თანხის გამოყენება მიზნობრიობის დარღვევით;
თ) დაუშვებელია ისეთი პროგრამის/პროექტის დაფინანსება, რომლის დაფინანსებასაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამები.
3. მონიტორინგი და კონტროლი
ა) ქვეპროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
ბ) დაფინანსების მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები;
გ) დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების შეჩერება ან დაბრუნების მოთხოვნა.“.
|