„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1793-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
310090000.05.001.103221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების/საავტომობილო გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად ან ნაწილობრივ დააკისროს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/ნაგებობის განთავსებისთვის

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო გზაზე, გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1942 მუხლის შესაბამისად. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთანავე სამართალდამრღვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება − ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას − არაუმეტეს 1 თვისა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნულ დეპარტამენტთან შეუთანხმებლად განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების შეჩერების/შეწყვეტის ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის დემონტაჟის მიზნით.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე;

ბ) მითითების მიცემის გარეშე მიიღოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილება, თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება და სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;

გ) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება საჩივრდება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას/აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იქნა ჩადენილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით, საკუთარი ხარჯით შესრულების შესახებ. თუ სამართალდამრღვევი არ ემორჩილება შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია დახმარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს. ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობით/ნაგებობის განთავსებით მიყენებული ზიანის (მათ შორის, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღირებულების) ან/და ნაგებობის დემონტაჟის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, აღნიშნული ვალდებულების შესრულება დაეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს, ხოლო თუ ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა − მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების ჩაბარება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268მუხლის შესაბამისად.

7. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ნორმატიული აქტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესები, ნაგებობის დემონტაჟის წესი, უფლებამოსილი პირები, უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, მათი დამტკიცების, შევსების, წარმოებისა და ჩაბარების წესები, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობის (მათ შორის, ვიდეოაუდიოჩაწერის), დასალუქი საშუალებების, სპეციალური უნიფორმისა და ლოგოს გამოყენების წესები.

8. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებართვასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელთა რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1793-Vმს-XIმპ